VIDEO: მასობრივი არეულობა ისრაელში - დემონსტრანტები პრემიერის რეზიდენციაში შეღწევას ცდილობენ

ისრაელი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მასობრივი არეულობები თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოჰყვა.

იოავ გალანტი მართლმსაჯულების სისტემის საკამათო რეფორმას ღიად აკრიტიკებდა, რაც მისი გადაყენების მიზეზი გახდა. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გალანტმა აღნიშნა, რომ ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა მისი ცხოვრების მისიად დარჩება.

მედიის ცნობით, მომიტინგეებმა უსაფრთხოების ზომები გაარღვიეს და შენობაში შეღწევას ცდილობენ.