ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
აღდგომის კუნძულზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მოაის ცნობილი ქანდაკებები დაზიანდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ჩილეს კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს ინფორმაციით, წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულზე გაჩენილი ხანძარი 60 ჰექტარი მიწის ფართობს მოედო. ჩილეს ხელისუფლება ეჭვობს, რომ ხანძარი ძალით გააჩინეს. ყველაზე მეტად ვულკან რანო რარაკუს გარშემო მდებარე რაიონი დაზიანდა.
დაზიანებული ქანდაკებების ნაწილის აღდგენა შეუძლებელია.
აღდგომის კუნძულზე მოაის 1000-მდე, მსოფლიოში ცნობილი ქანდაკება მდებარეობს. მოაის ქანდაკებები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.