VIDEO: იტალიელმა მძარცველმა წართმეული საათი ტურისტს უკან დაუბრუნა - მიზეზი გაგაოცებთ

საათი

იტალიაში უცნაური შემთხვევა მოხდა. ნეაპოლში, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ, ხალხმრავალ მოედანზე, ორ შვედ ტურისტს ადგილობრივი დაესხა თავს. კაცმა, იარაღის მუქარით, ერთ-ერთ ტურისტს საათი წაართვა, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ საათი სულაც არ იყო ძვირფასი და ის დაზარალებულს დაუბრუნა. ამის შესახებ CNN წერს.

შემთხვევა კაფეს ვიდეოკამერამ დააფიქსირა. კადრებში კარგად ჩანს, როგორ წაართვა მძარცველმა ტურისტს საათი, 5-6 წუთის შემდეგ კი, ის სხვა პირს დააბრუნებინა უკან.