ვინ არის ქართველი ბიზნესმენი, რომელიც საბერძნეთში, კურორტზე გაძარცვეს

bachiashvilli

საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მოდური და ბოჰემური კურორტია, ქართველი ბიზნესმენი, თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე (ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) გიორგი ბაჩიაშვილი გაძარცვეს. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა protothema.gr წერს, რომელსაც თავად ბიზნესმენმა დაუდასტურა გაძარცვის ფაქტი.

ამის შესახებ ინფორმაციას nostal.ge ავრცელებს

დამნაშავეებმა მდიდრულ ვილაში მაშინ შეაღწიეს, როდესაც ბაჩიაშვილი სასეირნოდ იყო წასული და ათიათასობით ევროს ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს.

"სულ რაღაც ერთი საათით ვიყავი გასული", – უთხრა გამოცემას ბიზნესმენმა.

„პროტოთემას“ ინფორმაციით, შემთხვევა 6 ივლისს მოხდა, 22:50-იდან 23:50 სთ-ის ფარგლებში კუნუპას რაიონში. ბიზნესმენი სასეირნოდ იყო წასული თავისი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად.

სწორედ ამ  დროს მძარცველებმა მდიდრული ვილის ფანჯარა გატეხეს და ასე შეაღწიეს შიგნით, სადაც ერთ-ერთ საძინებელ ოთახში 90 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა იპოვეს და გაიტაცეს.

ამის შესახებ 35 წლის ბიზნესმენმა მეორე დღეს თავად განაცხადა მიკონოსის უსაფრთხოების სამსახურში ჩვენების მიცემისას. მისივე ინფორმაციით, მძარცველების მიერ წაღებული ძვირფასეულობა დაზღვეული არ ყოფილა. 

protothema.gr-თან საუბრისას მან თქვა, რომ პოლიციელებმა ფოტოები გადაიღეს და თითის ანაბეჭდები აიღეს და იმედი აქვთ, რომ მოპარულ ნივთებს იპოვიან.