იტალიაში მოხუცები გაძარცვა და ერთი მათგანი მოკლა - ვინ არის 41 წლის მომვლელი, რომელიც დააკავეს

euro

იტალიაში, ქალაქ სალერნოში, გასულ კვირას გარდაცვლილი მარია გრაცია მარტინოს მკვლელობის საქმეს ფარდა აეხადა.

91 წლის ქალი, დასთან, ადელესთან და შშმ ძმასთან, ისიდოროსთან ერთად ცხოვრობდა.

მკვლელი, მოხუცის მომვლელი, 41 წლის ჯუზეპე ბუონო აღმოჩნდა, რომელიც სახლში ფულის მოსაპარად შევიდა.

"ბადანტე" ანუ მომვლელი, კედელს გადაახტა და საცხოვრებელში ამგვარად მოხვდა, სადაც სრულიად შემთხვევით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ძმა ცალკე ოთახში ჩაკეტა.

მან სახლიდან 3 400 ევროს მოპარვა მოახერხა და მიიმალა. 

როგორც ირკვევა, სახლში გაცილებით მეტი თანხა ინახებოდა, რომლის შესახებაც ბოუნომ არაფერი იცოდა.

საუბარია 340 000 ევროზე, რომელიც სწორედ იმ ოთახში იყო დამალული, რომელშიც ყოფილმა "ბადანტემ" შშმ მამაკაცი ჩაკეტა.

ის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე დააკავეს. მან დანაშაული აღიარა.

წყარო: exclusivetv