დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჩარლზ III-ს დღეს ბუკინგემის სასახლის ეზოში სიხარულით დახვდნენ, როდესაც საზოგადოების წინაშე პირველად წარდგა, როგორც მეფე. - წერს dailymail - უამრავმა ადამიანმა გაიხარა, როდესაც მეფე მივიდა კამილასთან ერთად. დედოფლის გარდაცვალებიდან 24 საათზე ნაკლები ხნის შემდეგ, „ღმერთო, დაიფარე მეფე“ ისმოდა ეროვნული ჰიმნის ფონზე.
სამგლოვიარო შავ პიჯაკსა და ჰალსტუხში გამოწყობილმა ჩარლზმა კამილასთან ერთად დატოვა ბუკინგემის სასახლე მთავარი შესასვლელიდან. კამილა თითქოს აცრემლდა კიდეც.
47 წლის კინორეჟისორმა, რეინალდ ლეკომტმა ნიუ-იორკიდან, თქვა, რომ გაუმართლა, მეფესა და დედოფალთან გასაუბრება რომ მოახერხა - „ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი, - თქვა მან. მე ვუთხარი სამძიმარი. მან თქვა: „ძალიან დიდი მადლობა“. მის ცოლს კი წარმატებები ვუსურვე და მან მითხრა: „დიდი მადლობა, ვფიქრობ, მე ეს დამჭირდება".