Exclusive: ვინ არის კაცი, რომელსაც გუშინ ქორწილში ესროლეს - რა მოხდა ქვემო ქართლში

jpg

მარნეულში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ "პრაიმტაიმისთვის" დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.  მარნეულის ცენტრში სროლას ერთი მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა. 

მომხდარზე "პრაიმტაიმს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, რომ ინციდენტის მიზეზი ვენდეტა გახდა - შურისძიების მიზნით ის რძლის მკვლელობის გამო მოკლეს. 

"მოკლულმა ძმის ცოლი 1998 წელს მოკლა. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული ციხიდან გამოსვლის შემდეგ შურისძიების მიზნით ჩაიდინა. როგორც ვიცი, მკვლელი საქართველოში არ ცხოვრობდა და ციხეშიც საზღვარგარეთ იჯდა. 

აქ დაბრუნების შემდეგ კი ქორწინების რიტუალების სასახლის ეზოში მანქანიდან ესროლა და მოკლა. ამიტომაც, ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილს წარსულში ჩადენილი დანაშაული არ აპატიეს და მოკლეს.

მკვლელიც და მოკლულიც კრიმინალური სამყაროს წევრები არიან.

გარდაცვლილი 45 წლის ვიალაიათ ორუჯოვია, მას კრიმინალურ წრეებში "ადუს" ეძახდნენ. 

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა.

მომხდარზე შსს-ს ცნობით, გამოძიება 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.