პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფლორიდაში, სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ დაშალა ნაწილებად ქარიშხალმა "იდალიამ" საცხოვრებელი სახლი სანაპირო ზოლში. კიტონის სანაპიროზე წყალდიდობამ და ძლიერმა ქარმა ყველაფერი მიწასთან გაასწორა. უმძიმესი 12 საათის შემდეგ სტიქიის ზონაში დაბრუნებულ ფლორიდის მცხოვრებლებს ადგილზე ნანგრევების გარდა არაფერი დახვდათ.
მეოთხე კატეგორიის, ე.წ. მონსტრმა ქარიშხალმა ჰაერში აიტაცა ავტომანქანები, რამაც მოსახლეობაში პანიკა და შიში გამოიწვია. დაანგრია ბენზინგასამართი სადგურები, მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები.
წყლის დონემ ქუჩებში 2 მეტრს მიაღწია. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. სტიქიის ზონაში გადაადგილება პარალიზებული იყო. კრიზისული სიტუაციის გამო ადგილზე საგანგებო სამსახურები, მათ შორის, ეროვნული გვარდია ჩავიდა. ფლორიდაში დაზღვეული ქონების ზარალი ათ მილიარდ დოლარს აღწევს. ეს შტატში მე-4 კატეგორიის ძლიერი შტორმია, რომლის მსგავსი ბოლო 125 წლის განმავლობაში არ ყოფილა.
ფლორიდის გარდა "იდალიამ " კატასტროფული ზიანი მიაყენა ჯორჯიისა და სამხრეთ კაროლინის შტატებსაც. სამძებრო სამსახურმა ასობით ადამიანის და ცხოველების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შეძლო. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.
ჯორჯიასა და სამხრეთ კაროლინაში განგაშის უმაღლესი დონე მოქმედებს. ქალაქ სავანას მერი მოსახლეობას აფრთხილებს თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან. უამინდობის გამო ასობით რეისი გაუქმდა. დაზიანდა ათასობით სახლი.
ქარიშხალი 205 კილომეტრ საათში სიჩქარით მოძრაობდა. ამ დროისთვის "იდალია" პირველ კატეგორიამდე შესუსტდა, თუმცა მოსახლეობას ახლა მოსალოდნელი ტორნადოს შესახებ აფრთხილებენ. "იდალია" მესამე ქარიშხალია, რომელიც ფლორიდას ბოლო 12 თვის განმავლობაში დაატყდა თავს.
ასევე ნახეთ: