“ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება” - სინოპტიკოსების გაფრთხილება
1745554247
მექსიკის კონგრესში, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით, პირველი მოსმენა გაიმართა.
საკანონმდებლო ორგანოში მიიტანეს ორი არტეფაქტიც, რომლებიც, მექსიკელი ჟურნალისტისა და უცხოპლანეტური სიცოცხლით დაინტერესებული პირის, ხაიმე მაუსანის მტკიცებით, უცხოპლანეტელების ნაშთებია.
მაუსანის თქმით, ეგზემპლარები დედამიწაზე არსებული სიცოცხლის არცერთ სახეობასთან არ არის დაკავშირებული. ყუთებში მოთავსებულ ორი მცირე ზომის „სხეულს“ ხელზე სამი თითი და წაგრძელებული თავი აქვთ.
მაუსანის თქმით, ისინი პერუში, უძველესი ნაზკას ხაზების მახლობლად 2017 წელს აღმოაჩინეს. მისივე მტკიცებით, მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში (UNAM) ნახშირბადის კონცენტრაციის საშუალებით დათარიღების მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის თანახმად, ეგზემპლარები დაახლოებით 1 000 წლისაა.
მექსიკის საზღვაო ძალების ჯანმრთელობის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის ხოსე დე ხესუს სალსე ბენიტეზის თქმით, ნაშთებზე კვლევები რენტგენის სხივების, 3D რეკონსტრუქციისა და დნმ-ის ტესტის საშუალებით ჩატარდა.
„შემიძლია დავადასტურო, რომ ამ სხეულებს ადამიანებთან არანაირი საერთო არ აქვთ“, - თქვა მან.
აქამდე, მსგავსი აღმოჩენები ბავშვების მუმიფიცირებული ცხედრები აღმოჩნდა. მაუსანის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოპლანეტური სიცოცხლის დამადასტურებელი რეალური მტკიცებულება აქვთ.
„ვფიქრობ, არსებობს აშკარა დემონსტრირება იმისა, რომ საქმე გვაქვს არაადამიანური წარმოშობის ნიმუშებთან, რომლებიც ჩვენს სამყაროში არსებულ არცერთ სხვა სახეობასთან დაკავშირებული არ არიან და რომ ამის გამოძიებისთვის ნებისმიერი სამეცნიერო დაწესებულებისთვის ყველა შესაძლებლობა ღიაა“, - თქვა მაუსანმა და დასძინა რომ „მარტოები არ ვართ“.
ასევე დაგაინტერესებთ:
ვილები, სახლები და 4 მილიარდ ევროზე მეტი - ნახეთ, როგორ გადანაწილდა ბერლუსკონის ქონება
შემზარავი დანაშაული - კაცმა ბავშვები სკოლაში დატოვა, სახლში დაბრუნებულმა კი ყოფილი მეუღლე მოკლა
თურქული კრიპტობირჟის დირექტორს 11,196 წლით პატიმრობა მიესაჯა