1692302192
„ვერტმფრენი ჰაერში დაიშალა...“ - რა წერია ნიუ-იორკში მომხდარი ავიაკატასტროფის ახალი ანგარიშში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა

"ვერტმფრენი ჰაერში დაიშალა" - ფედერალურმა ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს გამოაქვეყნეს ნიუ-იორკის საექსკურსიო ვერტმფრენის ფოტოები, რომელიც გასულ თვეში მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
სათვალთვალო კამერებიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ გამოეყო ვერტმფრენის კუდს კორპუსი, რომელშიც ძრავა და როტორებია მოთავსებული. შემდეგ როტორის პირები და ტრანსმისია გამოეყო კაბინას, რომელშიც მგზავრები და პილოტი იმყოფებოდნენ.
ფოტოები ფრენის შესახებ ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშთან ერთად გამოქვეყნდა.
"რამდენიმე თვითმხილველმა განაცხადა, რომ ვერტმფრენის დაშლამდე და მდინარეში ჩავარდნამდე რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგონეს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ჯერჯერობით ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი უცნობია და ექსპერტები პოტენციური მიზეზების დადგენაზე მუშაობენ. ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმის პირველად ანგარიშში, რომელიც 6 გვერდს მოიცავს, საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ძირითადი მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ არის. ამის შესახებ, სავარაუდოდ, ვერტმფრენის ნარჩენების სასამართლო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.