1746725910
ამერიკელმა მამაკაცმა შხამიან გველებს 200-ზე მეტჯერ მაინც აკბენინა - ნახეთ მიზეზი

უისკონსინის შტატში მცხოვრები 57 წლის ჰერპეტოლოგი, ტიმ ფრიდი 2 ათწლეულის განმავლობაში გველის შხამს განზრახ იკეთებდა. ასევე, მან შხამიან გველებს 200-ზე მეტჯერ მაინც აკბენინა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ტიმის მიზანი იყო მის ორგანიზმს გველის შხამის მიმართ იმუნიტეტი გამოემუშავებინა. აღსანიშნავია, რომ ამ ექსპერიმენტის შემდეგ, ტიმის სისხლმა გველის შხამის საწინააღმდეგო, სპეციალური ანტისხეულების გამომუშავება შეძლო.
გასულ კვირას ჟურნალ „Cell“-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, ტიმის სისხლიდან აღებული 2 ანტისხეულისა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის კომბინაციამ თაგვები 13-მდე სახეობის გველის სასიკვდილო შხამისგან დაიცვა.