„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ვენესუელაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან 72 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 11 წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 430-მდე გაიზარდა. ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესის განცხადებით, დაშავებულია 3 238 ადამიანი, ხოლო 3 142 მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების რიცხვი 55 000-ს აჭარბებს.
ცნობისთვის, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომლებიც ლათინური ამერიკის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად მიიჩნევა, 24 ივნისს, საღამოს, კარაკასიდან დაახლოებით 160 კილომეტრის დაშორებით, დასავლეთით მოხდა.