შალვა პაპუაშვილი: აგენტურა აგენტურაა, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში როგორი გადაადგილება იქნება, აგენტურული პოლიტიკური ჯგუფები ამ ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტანენ

 შალვა პაპუაშვილი

მთავარი პრობლემა, რაც აქვთ ამ ჯგუფებს, არის აგენტურული ხასიათი, რაც ვლინდება იმაში, რომ მათი ქმედების მთავარი ადრესატები ყოველთვის არიან უცხო ძალები, უცხო ჯგუფები, უცხო ქვეყნები, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებასა და გადაადგილებებთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, საერთო ჯამში, გადაადგილებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

„საერთო ჯამში, დიდი მნიშვნელობა ამ გადაადგილებებს არ აქვს. მთავარი პრობლემა, რაც აქვთ ამ ჯგუფებს, არის აგენტურული ხასიათი, რაც ვლინდება იმაში, რომ მათი ქმედების მთავარი ადრესატები ყოველთვის არიან უცხო ძალები, უცხო ჯგუფები, უცხო ქვეყნები. ისინი მთლიანად თავიანთ დღის წესრიგს აწყობენ იმაზე, თუ რას დაავალებენ გარედან, როგორ მოაწონონ თავი გარეთ და საერთოდ არ ფიქრობენ ქართველ ხალხზე, როგორ მოაწონონ თავი ქართველ ხალხს. ასე, რომ აგენტურა აგენტურაა, აქ მნიშვნელობა არ აქვს როგორ იქნება გადაადგილება, აგენტურული პოლიტიკური ჯგუფები კარგს ამ ქვეყანას ვერაფერს მოუტანენ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.