ვენესუელას მოქმედი პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონის ბრძანებების შესრულება „ყელში ამოუვიდა”

დელსი როდრიგესი

ვენესუელას მოქმედი პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის განცხადებით, მას "ყელში ამოუვიდა" ვაშინგტონის ბრძანებების შესრულება და მას შემდეგ, რაც აშშ-მა ვენესუელას ყოფილი ლიდერი, ნიკოლას მადურო დააკავა, ის ქვეყნის გაერთიანებაზე მუშაობს.

როდრიგესმა მთავრობას და ოპოზიციას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ, რათა შიდა დაპირისპირება, გარე ძალების ჩარევის გარეშე მოგვარდეს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მოსაზრებით, ეს ქვეყანას სუვერენიტეტის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

ვენესუელას ხელმძღვანელის კომენტარების შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დაუსვეს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როდრიგესის კომენტარების შესახებ არაფერი იცის.