ვიკინგების ფესტივალი შეტლანდის კუნძულებზე PHOTO+ VIDEO

ვიკინგების ფესტივალი შეტლანდის კუნძულებზე

შეტლანდის კუნძულებზე ტრადიციული ფესტივალი Up Helly Aa („ცეცხლში გახვეული“) გაიმართა, რომლის მიზანიც ამ ტერიტორიაზე სკანდინავიის ვიკინგების გავლენის აღნიშვნაა.

ფესტივალი ყოველწლიურად ქალაქ ლერუიკში იმართება. ღონისძიების კულმინაციაა მომენტი, როდესაც 1000-მდე მონაწილე ანთებულ ჩირაღდნებს ვიკინგების გემს (დრაკარს) ესვრის და მას ცეცხლს უკიდებს.

თანამედროვე ღონისძიება, რომელიც პირველად 1881 წელს ჩატარდა, ცნობილია თავისი სადღესასწაულო წვეულებებით, რაც ხშირად მოიცავს ტრადიციულ შეტლანდიურ ცეკვებსა და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას. ქალებსა და გოგონებს ფესტივალში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 2023 წლიდან დაერთოთ.

AFP-ს ფოტოგრაფმა ენდი ბიუკენენმა ფესტივალზე შთამბეჭდავი კადრები გადაიღო.