ლაგოდეხში, პოლიციის მიმართ ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით 3 სამი პირი დააკავეს

 შსს

 პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი ახალგაზრდა.

გამოძიების ინფორმაციით, მათ ორი დღის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს, რომლებმაც ისინი შემოწმების მიზნით შეაჩერეს.

ინიციდენტის შედეგად ოთხმა პოლიციელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. სამივე ბრალდებულის დაკავება ადგილზე მოხდა. მათ 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.