ვენესუელა გაეროს აშშ-ის სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომის მოწვევას სთხოვს

ვენესუელა

ვენესუელა გაეროს აშშ-ის სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომის მოწვევას სთხოვს და აცხადებს, რომ მალე „შეიარაღებულ თავდასხმას“ ელის.

ვენესუელამ აღნიშნული თხოვნა გააგზავნა წერილში, რომელიც მიმართული იყო გაეროს უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარისა და რუსეთის ელჩის, ვასილი ნებენზიას სახელზე.

წერილში ვენესუელა ადანაშაულებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დამხობის მცდელობასა და „რეგიონალური და საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფრთხის ქვეშ დაყენებაში.“

მადუროს მთავრობამ ასევე გამოხატა მოლოდინი, რომ „ძალიან მოკლე დროში“ ვენესუელაზე „შეიარაღებული თავდასხმა“ განხორციელდება.