დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

"პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია არ წარმოადგენს NCDC-ს ოფიციალურ განცხადებას" - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს:

🔹ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ  იქნება ხელმისაწვდომი.

🔹იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა  ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™️) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

🔹განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია  მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

🔹აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და  პოლიკლინიკებში  6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.