სტიქია კახეთში - რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე
1765709268
მოლაპარაკებები ომის დასრულებაზე - რა პერსპექტივა აქვს დიპლომატიურ ძალისხმევას? ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის პასუხს ელოდება. მედია წერს, რომ დღეს ამერიკისა და უკრაინის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან. განხილვის თემა იქნება უთანხმოება ტერიტორიული კონტროლისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე.
ამერიკული გეგმის ერთ-ერთი ნაწილია დონეცკის ოლქში თავისუფალი ეკონომიკური თუ დემილიტარიზებული ზონის შექმნა.
თეთრმა სახლმა უკვე განაცხადა, რომ ტრამპი საომარ მოქმედებებში ჩართული მხარეების გამო იმედგაცრუებულია, და განსაკუთრებულად უკმაყოფილოა უკრაინის პრეზიდენტით.
შეხვედრის დეტალები უცნობია. ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინული მხარე უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებისთვის ემზადება. ის კუპიანსკში ჩავიდა და ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.
"ვემზადებით ამერიკულ მხარესთან და ჩვენს ევროპელ მეგობრებთან დაგეგმილი შეხვედრებისთვის. ბერლინი რამდენიმე ღონისძიებას უმასპინძლებს. შევხვდები პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებს. ასევე, გაიმართება შეხვედრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მოლაპარაკებები შეეხება ომის დასრულების პოლიტიკურ შეთანხმებას. შანსი, ამჯერად, დიდია. ეს გადამწყვეტი იქნება ყველა ჩვენი ქალაქისთვის და უკრაინული საზოგადოებისთვის. ვმუშაობთ, რათა უკრაინისთვის გარანტირებული იყოს ღირსეული მშვიდობა. პირველ რიგში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარანტია იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში მესამედ აღარ შემოიჭრება", - განაცხადა ზელენსკიმ.