ლიბანის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-ს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 154-ს აღწევს

ფოტო: Anadolu Ajansı

 ლიბანის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით,ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-ს აღწევს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 154-ს.

ცაჰალის ინფორმაციით, დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო კამპანია, ლიბანიდან საფრთხის აღმოფხვრამდე გაგრძელდება. ისრაელის არმიის გენშტაბის უფროსის განცხადებით, ისრაელი „ჰეზბოლას“ განიარაღებას მოითხოვს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, უკვე განხორციელებული დარტყმების შედეგად „ჰეზბოლას“ დაზვერვის შტაბის ხელმძღვანელი ჰუსეინ მაკლედი დაიღუპა.