ვატიკანში რომის პაპის არჩევისადმი მიძღვნილი წმინდა წირვა დაიწყო

ვატიკანი

ვატიკანში რომის პაპის არჩევისადმი მიძღვნილი წმინდა წირვა, სახელწიდებით „Pro Eligendo Romano Pontifice“ მიმდინარეობს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ის კარდინალების მსვლელობით დაიწყო, რომლებიც წმინდა პეტრეს ბაზილიკის საკურთევლისკენ მიემართებოდნენ. მათ რიგრიგობით აკოცეს საკურთხეველს. შემდეგ კი ბაზილიკაში კუთვნილი ადგილები დაიკავეს. 

ბაზილიკაში ბოლოს კარდინალთა საბჭოს დეკანი - ჯოვანი ბატისტა რე შევიდა - სწორად ის წაიკითხავს ქადაგებას. ჯოვანი 91 წლისაა, შესაბამისად, რომის პაპის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ აქვს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ვატიკანში კონკლავი გაიმართება. 

როგორ ირჩევენ ახალ პაპს

ხმის მიცემის დღეს სიქსტეს კაპელა, რომლის ჭერსაც მიქელანჯელოს ცნობილი ფრესკა ამშვენებს, დაილუქება და შიგნით მყოფი კარდინალები გაუთქმელობის ფიცს დადებენ.

ისინი სასურველი კანდიდატის სახელს ფურცელზე დაწერენ, ამ ფურცელს კი საკურთხეველზე მოთავსებულ თასში ჩადებენ.

თუ ხმების ორ მესამედზე მეტს პაპობის ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, ხმის მიცემის შემდეგი ეტაპი დაიწყება. თითო დღის განმავლობაში ხმის მიცემის 4-ჯერ ჩატარებაა შესაძლებელი. 2013 წლის კონკლავი, რომელმაც პაპი ფრანცისკე აირჩია, 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ხმის მიცემის 5 ეტაპი მოიცვა.

"ბიულეტენების" დათვლის შემდეგ ფურცლებს სიქსტეს კაპელაში არსებულ ქურაში წვავენ, რომელსაც ვატიკანელი მეხანძრეები ამონტაჟებენ. მეორე ქურაში კი ქიმიურ ნივთიერებებს წვავენ, რომელიც საკვამურიდან თეთრ ან შავ კვამლს უშვებს. სწორედ ეს კვამლი უშვებს სიგნალს მსოფლიოსთან: შავი კვამლი იმის ნიშანია, რომ ახალი პაპი ჯერ არ არჩეულა, თეთრი კი კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევის მანიშნებელია.