„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1745437821
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, დილით 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, პაპმა, ტრადიციულად წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან მიმართა საზოგადოებას და სააღდგომო კურთხევა წარმოთქვა.
გუშინ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. მრევლი შეიკრიბა ბუენოს აირესის ეკლესიაშიც, სადაც პონტიფიკოსი გაიზარდა და განათლება მიიღო.
არგენტინაში შვიდდღიანი გლოვაა გამოცხადებული. მსოფლიოს ბევრ ქალაქში გლოვის ნიშნად დაშვებულია დროშები.
პაპთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია ვატიკანში უკვე დაწყებულია. ცოტა ხნის წინ ვატიკანმა გაავრცელა პონტიფიკოსის ცხედრის სურათი. კარდინალებმა მისი კელია დალუქეს.
ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ მის საბოლოო ანდერძში კონკრეტულად არის აღნიშნული, რომ ფრანცისკეს სურს, დაკრძალული იყოს „მიწაში, ყოველგვარი განსაკუთრებული მორთულობის გარეშე“.
22 აპრილს, ვატიკანმა გაავრცელა ფოტოები, სადაც რომის პაპის უკანასკნელი განსასვენებლი ჩანს. პონტიფიკოსი ღია ხის სასახლეშია ჩასვენებული და წითელი ლიტურგიკული სამოსი აცვია.