წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
იტალიის ხელისუფლებამ რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების ფარგლებში რომის ცა დახურა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
რომის პრეფექტის, ლამბერტო ჯანინის თქმით, ქალაქში უკვე მოქმედებს უსაფრთხოების გეგმა, რომელიც სულ უფრო და უფრო გაძლიერდება.
„ჩვენ ფრენის აკრძალვის ზონა დავაწესეთ. ჩვენ ასეთი ტიპის საფრთხეებს მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობთ“, - აღნიშნა რომის პრეფექტმა.
ჯანინის თქმით, რომის ხელისუფლება უსაფრთხოების დეტალურ ზომებს მას შემდეგ გამოაქვეყნებს, რაც პაპთან დამშვიდობების ზუსტი თარიღი გახდება ცნობილი.