ვაშინგტონში ძლიერი თოვლის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ფოტო: NBC News

ვაშინგტონში ძლიერი თოვლისა და ქარიშხლის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

საგანგებო რეჟიმი მოქმედებს კენტუკის, ვირჯინიის, კანზასის, არკანზასისა და მისურის შტატებში. უამინდობის გამო შეფერხებით მუშაობს ადგილობრივი აეროპორტები.

გადადებულია 3000-ზე მეტი რეისი, 1700-ზე მეტი კი გაუქმდა.