ნახეთ, რამდენ ლარად შეიძენთ ხვალ დოლარს და ევროს
1734009120
საქართველოს ელჩი იაპონიაში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს ჩქაროსნულ მატარებელში იმყოფებოდა. ამის შესახებ ელჩი სოციალურ ქსელში” წერს და ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, სტიქიის გამო მატარებელი გაჩერებულია და ჯერ უცნობია, როდის შეძლებს ელჩი მატარებლის დატოვებას.
„მიუხედავად იმისა, რომ მატარებელი გაჩერებულია, უცნობია, როდის შევძლებთ დავტოვოთ მატარებელი. ვისურვებდი, პირველ რიგში უსაფრთხოებას და ასევე, პრიორიტეტი მიენიჭოს იმ ტერიტორიებს, რომლებიც დაზიანებულია ან საჭიროებს გადარჩენას“, – წერს თეიმურაზ ლეჟავა „ტვიტერის“ გვერდზე.
ასევე ნახეთ:
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა -“გაიქეცი!” - ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს
როდის მივმართოთ უმაღლეს ძალებს 2024 წლის იანვარში, რომ სურვილები ახდეს: ანგელოზის საათები