სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ კოსმოსში - მეცნიერების ახალი აღმოჩენა
1783965803
უცხოური ძალის მხრიდან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის საფრთხის გამო, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში განგაშია, – ამის შესახებ შვედური მედია იუწყება.
შვედური ტელეკომპანია TV4-ის ცნობით, „აქტორი, რომელიც დაკავშირებულია უცხო ძალასთან, ჩრდილოეთ ევროპის რეგიონის ენერგეტიკულ ქსელს ემუქრება, მათ შორის შვედეთში“. ამის გამო, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში უმაღლესი დონის განგაშია გამოცხადებული, მობილიზებულია პოლიცია და ხორციელდება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მონიტორინგი.
ტელეკომპანიის ცნობით, პოტენციური ინციდენტი შეიძლება, უახლოეს ხანში მოხდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთის ხელისუფლება საფრთხესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან უკვე მუშაობს.