უცხოურ მედიაში ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის მოსალოდნელი ქორწილის შესახებ პირველი ცნობები ვრცელდება

სვიფტი და კელსი

 საერთაშორისო მედიაში  ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის მოსალოდნელი ქორწილის შესახებ პირველი ცნობები ვრცელდება. 

უცხოური გამოცემების ცნობით, წყვილმა, საქორწილო ფიცი, შესაძლოა, „ნიუ-პორტის“ ლეგენდარულ სასახლეში დადოს.  

აღსანიშნავია, რომ სასახლე ამერიკის ელიტარული ისტორიის ნამდვილ სიმბოლოდ არის მიჩნეული.  ის 1895 წელს ააშენეს. მასში  მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ და წარმატებული ბიზნესმენის,  ვანდერბილტი კორნელიუსის ოჯახი ცხოვრობდა.  სასახლე იტალიური რენესანსის ბრწყინვალე ნამუშევარია. ის 70 ოთახისგან შედგება, ხოლო მისი ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 

ჯერჯერობით, სვიფტისა და კელსის ქორწილის თარიღი უცნობია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ის 2026 წლის 13 ივნისს გაიმართება.