„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
ალექს სიმპსონი რომელიც ტვინის უმეტესი ნაწილის გარეშე დაიბადა, 20 წლის გახდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ალექს 2 წლის ასაკში ჰიდრანენცეფალიის დიაგნოზი დაუსვეს. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს ტვინის ჰემისფეროები თითქმის არ აქვთ. სიმპსონს ტვინის ღერო და ზოგიერთი ნაწილი ადგილზე აქვს, მისი თავის ქალის დანარჩენი სივრცე კი თავზურგტვინის სითხითაა ამოვსებული. ამ დაავადების მქონე ადამიანები ხშირად 1 წლამდეც კი ვერ ცოცხლობენ. ის კი ცოტა ხნის წინ 20 წლის გახდა. მეცნიერებმა ჯერაც არ იციან, თუ რა იწვევს ჰიდრანენცეფალიას. ზოგი კვლევა იმაზე მიუთითებს, რომ დაავადება კონკრეტული ტიპი სისხლძარღვოვანი დაზიანების შედეგად ჩნდება, მაგალითად, ინსულტის ან ინფექციის. ეს ტვინში სისხლის მიწოდებას უშლის ხელს.
ქალს შეზღუდული მხედველობა და სმენა აქვს, თუმცა გარემოს აღქმა ნაწილობრივ მაინც შეუძლია. როგორც სიმპსონის მამამ, შონმა, KETV-თან ინტერვიუში განაცხადა, ალექსი მშობლებსა და უმცროს ძმას ცნობს.