აშშ-მა მადუროს ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა

მადურო

აშშ-მა ვენესუელის ლიდერის ნიკოლას მადუროს ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ახალი სანქციები მადუროს მეუღლის სამ ძმისშვილსა და დისშვილს შეეხო. გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა მადუროსთან კავშირში მყოფ ერთ მეწარმეს და ექვს საზღვაო კომპანიას, რომლებსაც ვენესუელური ნავთობი გადააქვთ.

„ნიკოლას მადურო და ვენესუელაში მისი დამნაშავე მხარდამჭერები აშშ-ს ნარკოტიკებით ავსებენ და ამერიკელ ხალხს წამლავენ. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ხაზინის დეპარტამენტი მის რეჟიმსა და მასთან დაახლოებულ პირებს პასუხისგებაში აძლევს“, - ციტირებს მედია აშშ-ის ხაზინის მდივანს სკოტ ბესენტს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან ახლოს ვენესუელური ტანკერი დააკავა. ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ამერიკა ვენესუელაში „სახმელეთო მოქმედებებზე“ გადავა.