მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1768919631
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე სეისმური ცვლილებების პერიოდში ახალი ევროპული დამოუკიდებლობის მშენებლობაა საჭირო.
დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის დამოუკიდებლობას, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის, თავდაცვისა და დემოკრატიის კუთხით.
გრენლანდიაზე კონტროლის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპა არქტიკის უსაფრთხოების პაკეტზე მუშაობს, რომელიც გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაეფუძნება.
გრენლანდიაზე განსხვავებული პოზიციების გამო ტრამპის მიერ ევროპელებისთვის დაანონსებულ ტარიფებს კი ფონ დერ ლაიენმა შეცდომა უწოდა.
„ის სეისმური ცვლილებები, რომელსაც დღეს გავდივართ, გვაძლევს შესაძლებლობას და აუცილებლობასაც, რომ ახალი ფორმის ევროპული დამოუკიდებლობა ავაშენოთ. მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა, და ჩვენც სამუდამოდ უნდა შევიცვალოთ. ამერიკელ ხალხს ჩვენ არა მხოლოდ მოკავშირეებად, არამედ მეგობრებად განვიხილავთ. სახიფათო შეუქცევად დაღმასვლაში ჩვენი ჩაფლობა მხოლოდ მტრებს მოუტანს სარგებელს. ამიტომაც ვმუშაობთ არქტიკის უსაფრთხოების პაკეტზე. მისი პირველი პრინციპი იქნება სრული სოლიდარობა გრენლანდიისა და დანიის სამეფოსადმი. მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა განხილვას არ ექვემდებარება. არქტიკის უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ ერთობლივად არის შესაძლებელი, ამიტომაც შემოთავაზებული დამატებითი ტარიფები, მით უმეტეს დიდი ხნის მოკავშირეებს შორის შეცდომაა“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.