შრი-ლანკაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საფირონი იყიდება, რომლის ღირებულებაც, სულ მცირე, 300 მილიონი დოლარია

საფირონი

 შრი-ლანკის დედაქალაქში 3.563 კარატიანი იასამნისფერი ვარსკვლავის ფორმის საფირონი წარადგინეს - მედიის ცნობით, მფლობელები მზად არიან გაყიდონ ძვირფასი ქვა, რომლის ღირებულებაც, სავარაუდოდ, მინიმუმ 300 მილიონი დოლარია.

მრგვალი ფორმის ძვირფასი ქვა მსოფლიოში ყველაზე დიდი დოკუმენტირებული ბუნებრივი იასამნისფერი ვარსკვლავის ფორმის საფირონია, მას "წმინდა მიწის ვარსკვლავი" ჰქვია.

ერთ-ერთი მფლობელის თქმით, ძვირფასი ქვა 2023 წელს შრი-ლანკის შორეულ ქალაქ რატნაპურასთან ახლოს, რომელიც "ძვირფასი ქვების ქალაქად" არის ცნობილი, ძვირფასი ქვების მაღაროში იპოვეს.