აშშ-ის ხაზინის მდივანი ევროპას მოუწოდებს, „ღრმად ჩაისუნთქოს“ და სავაჭრო საკითხებში „საპასუხო ზომებს არ მიმართოს“

სკოტ ბესენტი

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და გაიმეორა თავისი გაფრთხილება, რომ ევროპა უნდა „დამშვიდდეს“ და „ღრმად ჩაისუნთქოს“, მაგრამ „საპასუხო ზომებს არ მიმართოს“.

„პრეზიდენტი აქ ხვალ იქნება და ის თავის სათქმელს ყველას გააგებინებს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ტრამპს „მკაცრი შეხედულებები“ აქვს დასავლეთ ნახევარსფეროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ბესენტმა განმარტა, რომ ტარიფების მუქარა ძალაში რჩება, „თუ დანიელებს არ სურთ გრენლანდიის დათმობა“.