CNN: რომის პაპის თქმით, უნგრეთის პრემიერმა უთხრა, რომ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას 9 მაისს გეგმავს

რომის პაპი და ვიკტორ ურბანი

„უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა  მითხრა, რომ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას 9 მაისს გეგმავს",- ამის შესახებ რომის პაპმა განაცხადა. ინფორმაციას CNN- ი აცხადებს. 

გამოცემის ცნობით, ვიქტორ ორბანსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა აპრილის ბოლოს შედგა. 

„ორბანმა მითხრა, რომ რუსეთს აქვს გეგმა - 9 მაისს უკრაინაში ყველაფერი დაასრულოს. მესმის, რომ ეს განცხადება საკმარისი არაა მშვიდობის დასამყარებლად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ომის დასასრულებლად",- განაცხადა რომის პაპმა. 

მისივე თქმით, უკრაინაში ომის შეჩერების მიზნით, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

„მოსკოვში ჩასვლის სურვილი მქონდა. პასუხი ჯერ არ მიგვიღია და კვლავ დაჟინებით ვითხოვთ შეხვედრას. ვშიშობ, რომ პუტინს არ შეუძლია და არ სურს ამ შეხვედრის ჩატარება ამ დროს. მაგრამ როგორ არ უნდა შეაჩერო ამდენი სისასტიკე?“ - აღნიშნა რომის პაპმა.

კითხვაზე უკრაინის დედაქალაქ კიევში გამგზავრების შესახებ რომის პაპმა უპასუხა, რომ ჯერ არ აპირებს კიევში ჩასვლას.

„პირველ რიგში, მე უნდა წავიდე მოსკოვში, ჯერ უნდა შევხვდე პუტინს. მე ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია“, - აღნიშნა მან.