ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
1744805407
უნგრელი მინისტრი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სანქცირებული იყო, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა შავი სიიდან ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
ანტალ როგანი ბაიდენის ადმინისტრაციამ კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით მიმდინარე წლის 7 იანვარს დაასანქცირა. ვაშინგტონში მაშინ ამბობდნენ, რომ "მინისტრმა როგანმა ცენტრალური როლი შეასრულა უნგრეთში ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელსაც სარგებელი მოჰქონდა მისთვის და მისი პარტიისთვის უნგრელი ხალხის ხარჯზე".
ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
"ბაიდენის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, სანამ დონალდ ტრამპი თანამდებობაზე დაბრუნდებოდა, დემოკრატებმა უნგრეთზე შური ანტალ როგანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით იძიეს. ეს ეპოქა დასრულდა", - წერს პიტერ სიიარტო "იქსზე".
კონკრეტულად რა შეიცვალა და რატომ მოუხსნა სანქცია უნგრელ მინისტრს ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა - დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.