10 პროფესია, რომელიც უახლოეს წლებში გაქრება
1718293457
ჯო ბაიდენი ამერიკელებს მოუწოდებს, არ დაივიწყონ კაპიტოლიუმზე თავდასხმა და მოუწოდებს მათ, არ დაუშვან დემოკრატიაზე თავდასხმის გამეორება.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერი, რომელიც თავის წარსულს ივიწყებს, განწირულია მისი გამეორებით. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ ოთხი წლის წინ მომხდარის გამეორება. მიმდინარეობს დაუღალავი მცდელობა, გადაიწეროს ან სულაც წაიშალოს იმ დღის ისტორია, რომ გვითხრან, თითქოს არ გვინახავს ის, რაც საკუთარი თვალით ვიხილეთ. დროთა განმავლობაში იქნებიან ამერიკელები, რომლებსაც 6 იანვრის აჯანყება საკუთარი თვალით არ უნახავთ, მაგრამ ამის შესახებ შეიტყობენ იმ დღის კადრებიდან, ჩვენებებიდან, ისტორიის წიგნებში დაწერილიდან და იმ სიმართლიდან, რომელსაც ჩვენს შვილებს გადავცემთ. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ სიმართლე დაიკარგოს“, – განაცხადა ბაიდენმა 6 იანვარს, ღამით გამოქვეყნებულ წერილში.
ბაიდენის თქმით, „ტრამპის პრეზიდენტად დამტკიცების პროცესი ამჯერად მშვიდობიანად ჩაივლის“.
შეგახსენებთ, 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. მომხდართან დაკავშირებით ათობით ადამიანს წაუყენეს ბრალი.