ტრამპი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად

ტრამპი

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. ამის შესახებ აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა „სამხედრო ან ეკონომიკური იძულების“ გამოყენებას ამ ტერიტორიების მოსაპოვებლად, არჩეულმა პრეზიდენტმა უპასუხა: „არა“.

„არა, ვერც ერთზე ვერ დაგარწმუნებთ, მაგრამ ერთს გეტყვით – ისინი ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის გვჭირდება,“ – განაცხადა ტრამპმა.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპს დაუსვეს შეკითხვა, გამოიყენებდა თუ არა სამხედრო ძალას კანადის წინააღმდეგ, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „არა, ეკონომიკურ ძალას.“

ცნობისთვის, არჩევნების შემდეგ ტრამპმა არაერთხელ გამოხატა ინტერესი როგორც პანამის არხის, ისე გრენლანდიის ფლობასთან დაკავშირებით.