პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ომის საფრთხე და ცივილიზებული სამყარო უკრაინის მხარდასაჭერად - საოკუპაციო ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას განაგრძობენ. რუსული ჯარები უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, თავის მხრივ პოზიციებს არ თმობს უკრაინა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 84 დარღვევა დაფიქსირდა, დაჭრილია 10-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი.
უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან მხარდაჭერის მკაფიო და ეფექტურ ნაბიჯებს ელოდება. ქვეყნის პირველი პირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინა სიტუაციის დიპლომატიური მოგვარების ერთგული რჩება. თუმცა, მისივე თქმით, პუტინის გადაწყვეტილება ანადგურებს მოლაპარაკებების ფორმატებს.
„ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, არაფრის და არავის არ გვეშინია, არავის არაფერი გვმართებს, არავის არაფერს მივცემთ და ამაში დარწმუნებული ვართ, რადგან ახლა 2014 წლის თებერვალი კი არა, 2022 წლის თებერვალია. ეს სხვა ქვეყანა, სხვა არმიაა და გვაქვს ერთი მიზანი - ეს არის მშვიდობა, მშვიდობა უკრაინაში! დიდება უკრაინას," - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას და უკრაინელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.