პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„არ არსებობს უკრაინის საკითხი საქართველოს გარეშე. ის, რაც ხდება და მოხდება უკრაინაში, პირდაპირ გავლენას მოახდენს საქართველოზე. ჩვენ ერთ ნავში ვზივართ და ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ. ასე უყურებს ამას პუტინიც, რაც დაადასტურა დღევანდელ გამოსვლაში. ის, რაც დღეს ემუქრება უკრაინას, თანადროულად გვემუქრება ჩვენც. ჩვენ ერთი მტერი გვყავს და ეს საერთო ეგზისტენციალური საფრთხე გვავალებს ერთმანეთის მხარდაჭერას“, - აცხადებს მენაბდე.
ცნობისთვის, პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების დოკუმენტს ხელი მოაწერა. ასევე, მან თავდაცვის სამინისტროს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში მშვიდობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა დაავალა.
რა მოხდა 21 თებერვალს - მოკლედ:
ვლადიმერ პუტინმა, მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებული რეგიონები "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა, უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნა, მოტივად კი ისევ "სამშვიდობო მისია" დაასახელა. შესაბამისი დადგენილებები უკვე გამოქვეყნდა.
პუტინი ბრძანებაში ამტკიცებს, თითქოს უკრაინის ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა" კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირებისა და მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით აღიარა. ამას წერს ოფიციალურ დოკუმენტში რუსეთის პრეზიდენტი მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით მან როგორც მინსკის შეთანხმება, ასევე, საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, დონეცკისა და ლუგანსკის "მთავრობებთან" მოამზადოს მეგობრობის და ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმება. პუტინის ბრძანების მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის "მმართველების" მიმართვის საფუძველზე, შეთანხმების დადებამდე "სამშვიდობო მისიით" გაგაზავნიან ჯარებს.
პუტინის ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, რაც უკვე მოხდა. უკრაინული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დონეცკში სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება