„მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით..." - ცნობილი ექსტრასენსების პროგნოზები 2025 წლისთვის
1748893324
უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთის ძალებმა დრონებით იერიში ქალაქ ჩერნიგოვზე მიიტანეს. დაჭრილია სამი მოქალაქე. დაზიანებულია კორპუსები, სკოლა, კერძო საცხოვრებელი სახლები და მაღაზიები.
უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ოდესაში. ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირებულ რაიონებში გაითიშა ელექტროენერგია. ხერსონში დენი არ მიეწოდება ასი ათასამდე ადამიანს.
შეტაკებები არ წყდება ფრონტის ხაზზე, ბოლო 24 საათის განმავლობაში ათი საბრძოლო მიმართულებით 117 შეტაკება განხორციელდა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ჯარმა სუმის ოლქის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი კონსტანტინოვკა დაიკავა და კიდევ სამი დასახლებული პუნქტის მიმართულებით შეძლო წინ წაწევა.