ტრაგედია თურქეთში - ხანძარს, ოჯახის 4 წევრი, მათგან, სამი ბავშვი ემსხვერპლა
1749201538
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საგარეჯოში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ბლაგვი საგნით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული კლინიკაში გარდაიცვალა.
„ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 109 მუხლის „კ“, „მ“, „პ“ ქვეპუნქტებით წარედგინა.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – წერია ინფორმაციაში.
მკვლელობა 2024 წელს, საგარეჯოში მოხდა. ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.
მკვლელობისთვის ბრალდებული ტარიელ სუხიშვილი ცხელ კვალზე დააკავეს.