1749042430
თბილისის სამ რაიონში წყალი შეწყდება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„ხვალ, 5 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში მდებარე სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 5 ივნისს, დღის 12:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: ვარკეთილი 3-ის IV მ/რ, II მ/რ-ის N 33-41 (კენტებს), იოთამ ზედგენიძის,დავით ჯავრიშვილის და ნაზი შამანაურის ქუჩებს. აეროპორტის დასახლებას, ქვემო ალექსეევკის დასახლებას (ქებურიას დასახლებას), ხვედელიანის, იგოთის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, კახეთის გზატკეცილი N 73,75,83,87,89 ნომრებს და ამერიკულ ლაბორატორიას ვარკეთილის მეურნეობას, ორხევის, თეთრი ხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, ლ. დავითაშვილის, ახვლედიანის, ლილოს დასახლების II მ/რ. N 10,11,12. სოფ. პატარა ლილოს.
ხვალ, 5 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში ორთაჭალის ქ. N18-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 5 ივნისს, 22:00 საათიდან 6 ივნისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში: ორთაჭალის ქ. N 7-75 (კენტებს); N 8-64 (ლუწებს); ორთაჭალის I,II,III,IV,V ჩიხებს; ორთაჭალის I, II შესახვევს.
ხვალ, 5 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ბობ უოლშის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 5 ივნისს 10:00 საათიდან 6 ივნისის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: ბობ უოლშის ქუჩას თავისი ჩიხებით და შესახვევებით.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.