გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქაში დაბრუნებაა.
„ის, რისი მოწმენიც ვართ 24 თებერვლიდან, იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქაში დაბრუნებაა. საფრანგეთი უარს ამბობს ამაზე და ჯიუტად ეძებს მშვიდობას“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ კარი გაუღო სხვა ანექსიურ ომებს.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მხოლოდ ის შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო სამართალს პატივს სცემს, აღადგენს მშვიდობას. მოლაპარაკება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ უკრაინას სუვერენულად სურს ეს და რუსეთი კეთილსინდისიერად მიიღებს ამას. მოლაპარაკება წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის სუვერენიტეტს პატივს სცემენ“, - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.