ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს Covid-ის პრობლემა, თუმცა პანდემია დასრულდა - ჯო ბაიდენი

ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მიიჩნევს, რომ Covid-19-ის პანდემია დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

„პანდემია დასრულდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს Covid-ის პრობლემა. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ ამ მიმართულებით, თუმცა პანდემია დასრულდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

14 სექტემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო არასდროს ყოფილა უკეთეს მდგომარეობაში COVID-19-ის პანდემიის დასასრულებლად, როგორც ახლა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ქვეყნებს მოუწოდა, გააგრძელონ ძალისხმევა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც ექვს მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„ჯერ იქ არ ვართ, თუმცა დასასრული ჩანს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.