VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ლინ ტრეისი ოფიციალურად წარადგინა. ინფორმაციას „ასოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.
ტრეისის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, თუმცა, დიპლომატიური პროტოკოლის მიხედვით, უცხო ქვეყანაში ელჩის ოფიციალურად დასანიშნად მასპინძელი ქვეყნის თანხმობა აუცილებელია.
ამჟამად, ლინ ტრეისი სომხეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებს.
რუსეთში ამერიკის ელჩის პოსტი 4 სექტემბერს, მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ჯონ სალივანმა რუსეთში დიპლომატიური მისია დაასრულა.