უკრაინის სამხედრო დაზვერვას აქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთი ირანისთვის დაზვერვის ინფორმაციის მიწოდებას აგრძელებს - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის სამხედრო დაზვერვას აქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთი ირანისთვის დაზვერვის ინფორმაციის მიწოდებას აგრძელებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს უდავო მტკიცებულება იმისა, რომ რუსები აგრძელებენ ირანის რეჟიმისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას. რუსეთი იყენებს საკუთარ დაზვერვასა და ელექტრონულ სადაზვერვო მოწყობილობებს, ასევე ახლო აღმოსავლეთში პარტნიორებთან თანამშრომლობით მიღებული მონაცემების ნაწილს“, – წერს ზელენსკი.