"განადგურდება პაპის ბეჭედი..." - რა ხდება პაპის გარდაცვალების შემდეგ და როგორ აირჩევენ ახალს
1745227016
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრიო "ფოქს ნიუსისგან" ბოდიშის მოხდას ითხოვს. აღდგომის ღამეს ამერიკულმა ტელეარხმა მოსკოვიდან და კიევიდან ღვთისმსახურების ტრანსლაციისას კიევის წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი აჩვენა და დააწერა "კიევი, რუსეთი".
ფაქტს ეხმაურება უკრაინის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი. როგორც გეორგი ტიჰი სოციალური ქსელი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, "თუ ეს შეცდომა იყო და არა განზრახ პოლიტიკური განცხადება, უნდა მოიხადონ ბოდიში და გამოიძიონ, ვინ დაუშვა ეს შეცდომა".
აღდგომის ღამეს "ფოქს ნიუსის" ეთერში ერთმანეთის გვერდით ფანჯრებში ნაჩვენები იყო ღვთისმსახურება მოსკოვის საკათედრო ტაძარში და კიევის წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერში. უკრაინიდან ტრანსლირების ქვეში კი მითითებული იყო - "კიევი, რუსეთი". ეს ტიტრი ეთერში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში რჩებოდა.