უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადას ანტიკორუფციული უწყებების შესახებ ახალი კანონპროექტი წარუდგინა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადას ანტიკორუფციული უწყებების შესახებ ახალი კანონპროექტი წარუდგინა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, დოკუმენტი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ორივე უწყებაში უკვე დაადასტურეს, რომ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი ახალი კანონპროექტი მათ დამოუკიდებლობის გარანტიას აძლევს.

2 დღის წინ ზელენსკიმ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სკანდალურ კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომლითაც ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა გენერალურ პროკურატურას დაუქვემდებარა. გადაწყვეტილება უკრაინის ქალაქებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. კიევი მწვავედ გააკრიტიკეს დასავლელმა პარტნიორებმაც.