დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს არ აქვს საფუძველი, ჰქონდეს მოლოდინი უკრაინის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებების შესრულებაზე.
მისი თქმით, „უკრაინის ხელისუფლება და ნაციონალისტები ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ".
„დღეს ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ საკითხის პოლიტიკურ მხარეზე. იმის თაობაზე, თუ როგორ ცდილობენ კიევის ხელისუფლება და ნაციონალისტები, რომლებიც სხვადასხვა დასახლებას აკონტროლებენ, აღკვეთონ მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფალი გასვლა, ცდილობენ გამოიყენონ ისინი ცოცხალ ფარად, განათავსონ მძიმე იარაღი ქალაქის საცხოვრებელ დასახლებებში და ჩაიდინონ ქმედებები, რომლებიც საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
რუსეთს არ აქვს საფუძველი, ჰქონდეს მოლოდინი უკრაინის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებების შესრულებაზე," - განაცხადა სერგეი ლავროვმა.