ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ უნდა დასჭირდეს წლები ან ათწლეულები.
„ეს გზა სწრაფად უნდა გავიაროთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ოდესაზე თავდასხმა ევროკავშირში გაწევრიანების აქტუალურობას აძლიერებს.
„მოვუწოდებ ყველას, ვინც სამთავრობო თანამდებობებს იკავებს, აღიქვან თავიანთი მოვალეობები, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობა, როგორც ფრონტის ხაზზე ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოსთვის.
ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ევროკავშირში გაწევრიანების მომზადებაზე იმავე ინტენსივობითა და პასუხისმგებლობით, როგორც კანდიდატის სტატუსისთვის მომზადებისას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.