პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრისგან უკრაინის დაცვის ყოველთვიური ღირებულება დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას VOA NEWS ავრცელებს.
„ეს არ არის ომი, რომელსაც რუსეთი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. ეს არის ომი ევროპაში პირობების კარნახის უფლებისთვის, თუ როგორი იქნება მომავალი მსოფლიო წესრიგი. ამიტომ აბსოლუტურად აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა იარაღით, ფინანსებით და რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური სანქციებით“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება თანამედროვე სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსული არტილერიასთან დასაპირისპირებლად და დასძინა, რომ რუსეთი არ შეჩერდება სამხრეთ უკრაინის ან დონბასის რეგიონის დაპყრობაზე.
„უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იარაღით დახმარება. ჩვენ გვჭირდება თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი. ეს არის ზუსტად ის, რაც საჭიროა თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მან.